UFC 298-ზე ქართული სპორტის ისტორია დაიწერა - ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
საჩემპიონო ბრძოლაში, ქართველი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკის შეხვდა და მეტოქე მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
პირველ რაუნდში თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ და მეტოქეებმა დარტყმები გაცვალეს. მეორე რაუნდის შუაში კი, ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი უმძიმესი დარტყმებით გათიშა და UFC-ის ისტორიაში გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ქამარი მოიპოვა.