2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს 81 კგ წონით კატეგორიაში პირველი ორთაბრძოლა მოიგო 3-გზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა.
საწყის ეტაპზე 24 წლის ქართველი ძიუდოისტი მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს შეხვდა, რომელიც მძიმე ბრძოლაში დაამარცხა — დამატებით დროში მოლდოველი ძიუდოისტი ტატამისკენ თავით წასვლისთვის მოხსნეს.
1/8 ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილი იქნება, რომელმაც ავღანელი მოჰამად სამირ ფაიზადა მარტივად დაამარცხა.


















