პირველი გამარჯვება ოლიმპიადაზე — გიორგი სარდალაშვილი 1/4 ფინალში გავიდა

21 წლის ქართველი ძიუდოისტი C ჯგუფშია განთესილი და ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი იამ ვოლჩაკი იყო — სარდალაშვილმა მეტოქე დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
60 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში გიორგი სარდალაშვილის მეტოქე თურქ სალიჰ ილდიზსა და იამაიკელ ეშლი მაკენზის შორის გამარჯვებული იქნება.







