La Gazzetta dello Sport Georgia-სა და PayBox-ის პარტნიორობის ფარგლებში ახალი წამახალისებელი გათამაშება იწყება.
გათამაშებას ეყოლება ერთადერთი გამარჯვებული - ადამიანი რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ჩარიცხვას მიიღებს PlayStation 5-ს (დისკის ვერსია) ორი კონტროლერით და უახლეს FC 26-ს.
გათამაშებაში მონაწილეობის წესები:
გათამაშებაში მონაწილეობისთვის მომხმარებელმა აუცილებლად:
• უნდა ჩარიცხოს მინიმუმ 20 ლარი ნებისმიერ სერვისზე (ერთი ტრანზაქცია 20 ლარის ან მეტი მოცულობით = 1 ქულას)
• გადახდის დასრულების შემდეგ უნდა გამოიყენოს SMS ქვითარი
• გათამაშების გამარჯვებული გახდება ის, ვისაც ყველაზე მეტი გადახდა ექნება დაგროვებული გათამაშების პერიოდში მითითებული პირობების გათვალისწინებით
იმისათვის, რომ ფეიბოქსმა წაახალისოს ერთგული მომხმარებლები, კომპანიამ გათამაშების პერიოდი დაჰყო 4 ნაწილად, 4 კვირად:
15 სექტემბერი - 21 სექტემბერი
22 სექტემბერი - 28 სექტემბერი
29 სექტემბერი - 5 ოქტომბერი
6 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი
ამ პერიოდების შესაბამისად კი ჩამოყალიბდა დამატებითი პირობები:
• თუ მომხმარებელი მოცემული 4 კვირიდან ჩარიცხავს 2 კვირის ჭრილში (თუნდაც თითო-თითო ტრანზაქცია ორივე კვირაში), მისი ჯამური ქულები გაორმაგდება
• 3 კვირის განმავლობაში ჩარიცხვის შემთხვევაში მომხმარებლის ქულები სამმაგდება
• ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ფეიბოქსის ტერმინალით გადახდას შეასრულებს ოთხივე კვირაში, მისი ჯამური ქულები გაოთხმაგდება.
გათამაშება დაიწყება 15 სექტემბერს და დასრულდება 15 ოქტომბერს.







