როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მის გეგმებშია მსუბუქ წონაში ასვლა, ჩემპიონობა და 30 წლისთვის კარიერის დასრულება. ქართველი ჩემპიონის განცხადებას გამოეხმაურა კონორ მაკგრეგორი, რომელმაც კომენტარი ჩვეულ სტილში გააკეთა.
"აი სიმართლე, რომელიც პატარა მიმბაძველ არარაობას მიაყენებს ტკივილს - ჩხუბი ჩემთვის იყო იმდენად მარტივი, რომ 27 წლის ასაკისთვის ყველაფერს მოვრჩი", - განაცხადა ყოფილმა ირლანდიელმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორმა" გამოთქვა ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირების სურვილი. ამის გარდა, მის სავარაუდო მოწინააღმდეგეებად სახელდებიან ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე და ისევ ალექს ვოლკანოვსკი.