26 წლის ეგვიპტელმა ნადა ჰაფეზმა პირველ ორთაბრძოლაში ამერიკელი ელიზაბეტ ტარტაკოვსი 15-13 დაამარცხა, ხოლო შემდეგ, 1/8 ფინალში სამხრეთ კორეელ ჯონ ჰა იონგთან 7-15 წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
დღის ბოლოს ნადა ჰაფეზმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "თქვენ ბილიკზე ორ სპორტსმენს ხედავდით, თუმცა, სინამდვილეში სამი ვიყავით — მე, მეტოქე და ჩემი შვილი, რომელიც მალე დაიბადება. მე და ჩემმა შვილმა ურთულესი გზა გავიარეთ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით, თუმცა, ბრძოლა ნამდვილად ღირდა."









