2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-6 დღეს, საქართველოს ღირსებას 2 სპორტსმენი დაიცავს — ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული.
ძიუდოს 100 კგ წონით კატეგორიაში, სადებიუტო ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას ილიას სულამანიძე, რომელიც C ჯგუფშია განთესილი და მისი პირველი მეტოქე ხორვატ კუმრიჩს და იტალიელ პირელის შორის გამარჯვებული იქნება.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ორთაბრძოლას გამართავს 63,5 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გურული და მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაული იქნება. აღნიშნული ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი მოკრივე 1/2 ფინალში გავა და ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
ძიუდოს წინასწარი შეხვედრები ტრადიციულად 12 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 18 საათზე აიღებს. ლაშა გურულის 1/4 ფინალური ორთაბრძოლა კი 23 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.



















