პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მე-4 დღეს, საქართველოს ღირსებას ორი სპორტსმენი დაიცავს — ძიუდოისტები ეთერ ასკილაშვილი და ტატო გრიგალაშვილი.
ეთერ ასკილაშვილს ოლიმპიადაზე სადებიუტო გამოსვლა აქვს. 63 კგ. წონით კატეგორიაში მისი პირველი მეტოქე საკმაოდ გამოცდილი, 27 წლის სლოვენიელი ანდრეა ლესკი იქნება.
81 კგ. წონით კატეგორიაში კი მთავარი ფავორიტი ტატო გრიგალაშვილია, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია — აღსანიშნავია, რომ 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა აღნიშნული ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.
ტატო გრიგალაშვილისთვის ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები წარუმატებელი გამოდგა და დღეს პარიზში რევანშის აღებას შეეცდება. ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას 1/16 ფინალიდან იწყებს და მისი პირველი მეტოქე მოლდოველი მიჰაილ ლატიშევი იქნება.
დღეს ძიუდოს წინასწარი ორთაბრძოლები, ტრადიციულად, 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი სტარტს 18:00 საათზე აიღებს.
ფოტო: IJF