განახლდა UFC-ის P4P რეიტინგი, რომელშიც ქართველმა მებრძოლებმა ერთი საფეხურით მაღლა აიწიეს. ილია თოფურიამ მესამე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხეზე, მის პოზიციაზე კი მერაბ დვალიშვილი განთავსდა. შეგახსენებთ, რომ "ელ მატადორი" არის პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც P4P-ის 3-ეულში შევიდა.
რაც შეეხებათ დანარჩენებს, პირველ-მეორე ადგილებზე კვლავ ისლამ მახაჩევი და ჯონ ჯონსი არიან. საინტერესო ისიც, რომ მაგომედ ანკალაევთან მარცხის შემდეგ, ალექს პერეირა ჩამოქვეითდა 5 პოზიციით და ახლა მე-8 ადგილზე არის. თავად დაღესტნელი ჩემპიონი არის რეიტინგის ახალწვეული და მე-6 პოზიციაზე არის.
დავუბრუნდეთ თოფურიას, რომლის შემდეგი მოწინააღმდეგე შესაძლოა რეიტინგის ლიდერი მახაჩევი იყოს. შეგახსენებთ, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეისთან მოგების შემდეგ, ქართველმა ჩემპიონმა დათმო ქამარი, რის შემდეგაც ქვემსუბუქი დივიზიონიდან მსუბუქში ავიდა.