8 თებერვალს, დალასში, ჩვენი დროით 04:00 საათიდან დაიწყება Fury FC 101-ის მეინ ივენთი, რომლის მთავარ ბრძოლაში ოთარ თანზილოვი გილიერმო ტორესს დაუპირისპირდება. ბრძოლა სუპერმსუბუქ წონაში იქნება. ქართველი სპორტსმენის მეტოქე თავდაპირველად უნდა ყოფილიყო ფელიპე ეფრეინი, მაგრამ ის ბრძოლას ჩაეხსნა.
რაც შეეხება 26 წლის მებრძოლის ახალ მოწინააღმდეგეს - რვა ბრძოლა, შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი. თავად ჩვენმა თანამემამულემ კი იმარჯვა ცხრა ბრძოლაში, ერთში კი წააგო. ეს ერთადერთი მარცხი თანზილოვმა იწვნია Dana White's Contender Series-ში, ჯოსიას მუსასთან. როგორც ვხედავთ, რეაბილიტაციას ქართველი მებრძოლი 38 წლის მეტოქის წინააღმდეგ ეცდება.