UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა იანვარში ჩანიშნული ბრძოლები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს დაიცავს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ, ისლავ მახაჩევი კი არმენ ცარუკიანთან. დაღესტნელ ვეტერანს იმედი აქვს, რომ მოგება მისი თანამემამულეების მხარეს იქნება.
"UFC-ის ორი ქამრისთვის ერთდროულად ვიბრძოლებთ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, საოცარი ღამე გველის. ვეცდები გადავრჩე და ამ ყველაფერს გავუმკლავდე", - განაცხადა "არწივმა".
შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ქართველის პირველი საჩემპიონო დაცვა. სექტემბერში მან დაამარცხა შონ ო'მალი, რითაც ქვემსუბუქი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლი გახდა.