Brave FC 95-ე ივენთით ბრუნდება ტენერიფეში, ესპანეთში. ამ ამბავთან დაკავშირებით მუჰამად მოკაევმა გამოიწვია უმსუბუქესი დივიზიონის მებრძოლები და ამ ფაქტს ბიძინა გავაშელიშვილიც გამოეხმაურა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჩანიშნული აქვს აპრილში ჩხუბი, ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე მებრძოლთან გამოსასვლელად ქართველი მზად არის.
Brave FC-ის 95-ე ივენთი გაიმართება 20 მაისს და "დამსჯელის" თანხმობის შემთხვევაში, გავაშელიშვილს ორ თვეში ორი ბრძოლის გამართვა მოუწევს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მზად 24 წლის მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ ოქტაგონში გამოსასვლელად.
შეგახსენებთ, რომ ბიძინას სტატისტიკა MMA-ში შეადგენს 14 გამარჯვებასა და სამ მარცხს. რაც შეეხება მოკაევს, მან 15-დან 14 ბრძოლა მოიგო. ის ერთი ჩხუბი No contest გამოცხადდა. აქვე დავამატებთ, რომ გავაშელიშვილის ბოლო მეტოქე იყო ერასილ შუკატაევი, რომელსაც მან მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგო.