პარიზის ოლიმპიადა სულ რაღაც 18 დღეში დაიწყება, საკალათბურთო ნაკრებები კი ჯგუფებში გადანაწილდნენ. ოლიმპიადაზე სულ 3 ჯგუფი იქნება წარმოდგენილი, სადაც 4-4 გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
A ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები კანადა და ესპანეთის ნაკრებები არიან, B ჯგუფში ფავორიტი ნაკრებები კი საფრანგეთი და გერმანიაა, ხოლო რაც შეეხება C ჯგუფს, სერბეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ მთლიანად ტურნირის ფავორიტებიც არიან.
ოლიმპიადის ჯგუფური ეტაპი სტარტს 27 ივლისს აიღებს. პირველი მატჩი ავსტრალიასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გაიმართება.