პარიზის ოლიმპიადის ოფიციალური გახსნის ცერემონია 26 ივლისს არის ჩანიშნული, თუმცა ზაფხულის ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას საფეხბურთო მატჩი ხვალ გახსნის. 24 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, სტარტს ორი შეხვედრა აიღებს: უზბეკეთი-ესპანეთი და არგენტინა-მაროკო.
მომდევნო ორი შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს გვინეა-ახალი ზელანდია და ეგვიპტე-დომინიკელთა რესპუბლიკა დაუპირისპირდებიან. 21:00 საათზე ერაყი-უკრაინისა და იაპონია-პარაგვაის შეხვედრას ვიხილავთ, ხოლო საფეხბურთო დღეს, 23:00 საათზე მალი-ისრაელისა და საფრანგეთი-ამერიკის შეერთებული შტატების მატჩები დახურავს.
მეორე ტურის შეხვედრები 27 ივლისს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ეტაპი 30 ივლისს დასრულდება.
იხილეთ ჯგუფები:




















