გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა კვერკველია დინამო თბილისის რიგებში ასპარეზობდა და გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.
ახალი სეზონიდან კი გამოცდილი მცველი ქუთაისის ტორპედოს ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ტორპედომ ახალი სეზონისთვის რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატა. მაგალითად, კოხრეიძე, ღუდუშაური და სხვები.
10 თებერვლიდან გუნდი ესპანეთში გაემგზავრება და მოსამზადებელ ეტაპს იქ გაივლის.