ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. ასამბლეა 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შეხედრის ფარგლებში აირჩიეს ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და პრეზიდიუმის წევრები. პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ალექსანდრე რატნერი აირჩიეს.
შეგახსენებთ, ნინო სალუქვაძე სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და გინესის რეკორდსმენია. ასევე ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც 10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.








