ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნეიმარი და როდრიგო მოახლოვებული მატჩებისთვის განაცხადს მიღმა დატოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ბრაზილიის ნაკრები ჩილესა და ბოლივიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
"ვუთხარი თუ არა ნეიმარს და როდრიგოს ნაკრებში არ გამოძახების შესახებ? - არა. მან კარგად იციან, რომ თუ ნაკრებში მოხვედრა უნდათ, ბევრი უნდა ითამაშონ და კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ.
ამის ახსნა არ მჭირდება. თუ ნეიმარს სურს, შეუძლია დამირეკოს, იგივე როდრიგომაც. მათ ჩემი ნონერი აქვთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.








