იბერიას ნახევარმცველმა ნიკოლოზ დადიანმა სტ.ტრუიდენთან წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"საკმაოდ რთული თამაში გამოდგა, ცუდად დავიწყეთ და სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ პირველივე წუთიდან თამაში მათი დომინირებით წავიდა.
რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყოს, მთელი თამაში კარში რომ ვერ დაარტყამ, გამართლება არ აქვს. ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ 5 თამაში გვაქვს დარჩენილი და უნდა გამოვასწოროთ შედეგი ჩვენი ბრალია და ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ.
როცა მეტოქე ბურთს კარგავდა, იქვე იბრუნებდა, ჩვენ კი ამისთვის უკან დახევა გვჭირდებოდა. გვაჯობეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.
საერთოდ ვერ ვიგრძენი, რომ სტუმრად ვთამაშობდით. მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმედია, ხალხი თბილისში მოვა და მხარს დაგვიჭერს. ვერ ვითამაშეთ და ჩვენი თამაში კარგად უნდა გავაანალიზოთ, რათა საშინაო მატჩს მზად შევხვდეთ", - განაცხადა დადიანმა.











