კონფერენს ლიგის ფაზის პირველ ტურში იბერია სტუმრად სტ.ტრუიდენს დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"სამწუხაროდ, წაგება დავიმსახურეთ. ჩვენი გეგმა მაშინ აირია, როცა სწრაფი გოლი გავუშვით და რთული გახდა თამაშში იმ მუხტით ჩართვა, როგორიც გვინდოდა.
ამ წუთას სწორი ანალიზის გაკეთება რთულია, რადგან ემოციის ქვეშ ვართ. დავსხდებით, გავაანალიზებთ და უკეთ გამოჩნდება, რა იყო პრობლემა და რატომ წავაგეთ.
არ გვქონდა კრეატივი და შეცვლებმაც ისე ვერ გაამართლეს, როგორსაც ველოდბით. შეტევის ფაზაში მომენტების შექმნა გვიჭირდა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ გულშემატკივარს, ვინც თამაშზე მოვიდა, შედეგისთვის კი ბოდიშს ვუხდი. მადლობა ყველა ქართველ გულშემატკივარს, ვინც ტელევიზიითაც გვქომაგობდა. მათ ვპირდები, რომ საქართველოში უკეთეს ფეხბურთს იხილავენ", - განაცხადა კორღალიძემ.











