ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — სამედიცინო გამოკვლევებმა ლაუტარო მარტინესს მარცხენა ბარძაყის უკანა კუნთების დაზიანება დაუდასტურა, რის გამოც არგენტინელ ფეხბურთელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამაში არ შეეძლება.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ლაუტარო მარტინესი სეზონის პირველ დერბი დელა მადონინას გამოტოვებს, რომელიც 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული. გამოცდილი არგენტინელი ფორვარდი მოედანზე დაბრუნებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს.











