ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე 6 დღეა რაც გაიხსნა, თუმცა ამის მიუხედავად ევროპის ტოპ ლიგებში ხმაურიანი გარიგებები ჯერ არ გაჩარხულა. როგორც ყველგან, დიდად არც იტალიური გუნდები აქტიურობენ, თუმცა უახლოეს დღეებში მოსალოდნელია რამდენიმე ტრანსფერის განხორციელება. ამ სტატიაში არ ვისუაბრებთ ზამთრის ფანჯარაზე, არამედ ყურადღებას გავამახვილებთ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარასა და მომავალ სეზონზე.
მილანი იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დამატებასთანაა ახლოს — საუბარია ტორინოს 23 წლის ფეხბურთელ სამუელე რიჩიზე! "როსონერი" ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერზე რამდენიმე თვეა რაც მუშაობს და როგორც ირკვევა, მხარეები პირადი კონტრაქტის შეთანხმებასთან ახლოს არიან. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელმა ტორინოსთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, სეზონის ბოლოს რიჩი გუნდს მაინც დატოვებს და დიდია იმის ალბათობა, რომ კარიერას სან სიროზე გააგრძელებს.
მილანი და ტორინო ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოეს თვეებში გეგმავენ. სამუელე რიჩით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან, თუმცა ფავორიტი აშკარად მილანია. ტორინო 23 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს.
სამუელე რიჩი ტორინოს ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 98 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.