ალექსანდრე თოფურიას მოწინააღმდეგე UFC 312-ზე კოდი ჰადონი უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული მებრძოლი ტრავმის გამო ბრძოლას გამოეთიშა. ცნობილი ხდება, თუ ვის წინააღმდეგ ჩაატარებს თავის სადებიუტო ჩხუბს ქართველი მებრძოლი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში.
"ელ კასადორის" მოწინააღმდეგე იქნება კოლბი თიქნესი, რომელიც არის ალექსანდერ ვოლკანოვსკის გუნდის წევრი და სპარინგ პარტნიორი. რაც შეეხება ავსტრალიელი მებრძოლის სტატისტიკას: 7 მოგება და 0 წაგება. 2 ბრძოლა მან მოიგო ნოკაუტით, 2 საბმიშენით, 3 კი მსაჯთა გადაწყვეტილებით. ის Hex Fight Series პრომოუშენის ჩემპიონი იყო.
შეგახსენებთ, რომ ივენთი, რომელშიც მონაწილეობას იღებს თოფურია ჩვენი დროით 9 თებერვალს გაიმართება.