პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილმა 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
24 წლის ქართველი ძიუდოისტი 1/4 ფინალში ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა, მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა.
1/2 ფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე კორეელი ჯონჰვან ლი იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში უზბეკ ბოლტაბოევს მოუგო — ფინალური ბლოკი 18 საათზე დაიწყება.
პირველი გამარჯვება — ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის 1/8 ფინალში გავიდა



















