UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჩეილ სონენმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მხრიდან არის უსამართლობა ის ფაქტი, რომ ქართველ ჩემპიონს მომავალ მეტოქედ უმზადებენ უმარ ნურმაგომედოვს, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ხაბიბის ნათესავი არის.
"არ იქნება სამართლიანი უმარისთვის მერაბთან ჩხუბი, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ხაბიბის ბიძაშვილია. ეს ნაწილობრივ გაიგო UFC-იმაც და ნურმაგომედოვი იადონგთან აჩხუბეს. რაც შეეხება დვალიშვილს, ის ჩემპიონია და შეუძლია რაც მოესურვება ის გააკეთოს. ჩემი აზრით, მისი შემდეგი მეტოქე ფიგერედო უნდა ყოფილიყო.
იმის გათვალისწინებით, რომ დეივისონი დამარცხდა პიოტრთან, ახლა აქტუალური სხვა ვარიანთია. ორგანიზაციის ადგილზე ჩავნიშნავდი ორ ბრძოლას - ქართველი ჩემპიონი იანის წინააღმდეგ, ბრაზილიელი კი ო'მალისთან", - განაცხადა ყოფილმა ამერიკელმა მებრძოლმა.