UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის სამგზის ჩემპიონი, UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში წაგებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, გულშემატკივარს მადლობას და ბოდიშს უხდის და ქამრის დაბრუნებას აანონსებს:
"დიდი მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, გუნდელებსა და ჩემს ქვეყანას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. მოგება იქნება თუ წაგება, ყოველთვის ჩემს გვერდით ხართ და ამისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ.
ბოდიშს გიხდით წაგებით გამოწვეული იმედგაცრუებისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ 100%-ით უფრო ძლიერი, ომისთვის მზად, დავბრუნდები და ისევ დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია!
თავს კარგად ვგრძნობ, რამდენიმე ნაკერი დამადეს, ყველას მადლობა, ვინც ნერვიულობდა. უამრავ შეტყობინებას ვიღებ, ვეცდები ყველას ვუპასუხო, მაგრამ თუ ვერ მოვახერხე, არ მიწყინოთ. თქვენი თითოეული შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან ბევრია, დიდი მადლლობა ყველას.
ეს არ იყო ჩემი საღამო, ამჯერად იანი უკეთესი იყო, ვულოცავ მას და მის გუნდს გამარჯვებას. ნუ მოდუნდებით, ამას ისევ უკან წამოვიღებ, იმედია რემატჩში რაც შეიძლება მალე იქნება.
კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას, მალე შევხვდებით!"- წერს X-ზე მერაბ დვალიშვილი.
This is a big thank you to all my family, friends, fans, teammates, and my country for your outpouring of love and support for me. Win or lose you guys always stand by me and I am extremely greatful ! I apologize for dissappointing you with a loss but please know I will 100% come…
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) December 8, 2025
შეგახსენებთ,UFC 323-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. იანის დამარცხების შემთხვევაში "მანქანა" გახდებოდა ერთადერთი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთ კალენდარულ წელიწადში 4-ჯერ დაიცავდა.


















