პარიზში გამართული ოლიმპიური თამაშები საქართველოსთვის ვერცხლის მედლით დასრულდა. უკანასლნელი მონაწილე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი იყო, რომელმაც ფინალში აჰმედ ტაჟუდინოვთან წააგო.
პირველივე პერიოდში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც, მან ჩვენებური დაიჭირა შებოჭვაზე და სუფთად მოიგო. ასე დასრულდა საქართველოსთვის პარიზში გამართული ოლიმპიადა. შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 28 სპორტსმენით გამოვიდა და 7 მედალი მოიპოვა.
ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე და მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი დაუეფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოკრივე ლაშა გურულმა შეძლო.