დადასტურებულად — რაიან შერკის სეზონის ბოლოს ლიონის დატოვება სურს! 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ამ გადაწყვეტილების შესახებ უფროსობას კიდევ ერთხელ აცნობა. საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების წევრს, ლიონის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, როცა მის ტრანსფერზე დორტმუნდი მუშაობდა, თუმცა ჯონ ტექსტორმა ეს გარიგება დაბლოკა. ამის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა, ლიონის ერთ-ერთ ლიდერსა და გამორჩეულ ფეხბურთელს გუნდის დატოვება კვლავ სურს.
იმის მიუხედავად, რომ ლიონს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, შერკის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. 21 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ მისი კარიერის განვითარებისთვის ტოპ კლუბში გადასვლა სწორი ნაბიჯი იქნება. რაიან შერკის ლიონთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ფრანგული კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €25-30 მილიონს მოითხოვს.
წარმოშობით ალჟირელი ფეხბურთელი, ლიონის აკადემიის აღზრდილია, 2020 წლიდან კი პირველი გუნდის ღირსებას იცავს. ამ დროში რაიან შერკის 173 მატჩი მოუგროვდა, გაიტანა 25 გოლი და 40 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.