ლიონის ფინანსური პრობლემები გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი გაასხვისა, ფინანსური დავალიანება მაინც
€508 მილიონს შეადგენს. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ცუდმა სპორტულმა შედეგებმა, ლიონი ფინანსურად დააზარალა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნა ცნობილი გახდა — თუ ლიონი სეზონის ბოლომდე ფინანსურ სიტუაციას არ გამოასწორებს, გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდება! გუნდს ასევე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატებაც აეკრძალა.
ლიონი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელების გასხვისებას შეეცდება. დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზეა დაყენებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იანვარში ლიონს ყველა მათგანი დატოვებს. ყველაფერი სატრანსფერო შემოთავაზებებზე იქნება დამოკიდებული. გთავაზობთ ლიონის წამყვანი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს:
მალიკ ფოფანა €30 მილიონი;
რაიან შერკი €25 მილიონი;
გიორგი მიქაუტაძე €20 მილიონი;
მაქსენს კაკერე €20 მილიონი;
ერნესტ ნუამა €20 მილიონი;
ტანერ ტესმანი €20 მილიონი;
გიფტ ორბანი €15 მილიონი;
საიდ ბენრაჰმა €15 მილიონი;
ეინსლი მეიტლანდ-ნაილსი €15 მილიონი;
ალექსანდრ ლაკაზეტი €10 მილიონი;