პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
32 წლის ქართველი ძიუდოისტი მასპინძელ გაბას შეხვდა და შიდოებით დამარცხდა. 1/8 ფინალში, ფრანგი ძიუდოისტის მეტოქე ტანზანიელ და სამოელ ძიუდოისტს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში 57 კგ. წონით კატეგორიაში პირველ ორთაბრძოლას გამართავს ეთერ ლიპარტელიანი, რომლის პირველი მოწინააღმდეგე დიდი ბრიტანელი ნენე ნაირნე იქნება.