2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი ორთაბრძოლა მოიგო ლაშა ბექაურმა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ძიუდოს 90 კგ წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილს შეხვდა და მეტოქე შიდოებით დაამარცხა.
ოლიმპიადის ფინალში 24 წლის ქართველი ძიუდოისტის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში მასპინძელ მაქსიმ-გაელ ჰამბუს იპონით მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია და შანსი აქვს ზედიზედ მეორე მოიგოს ოქროს მედალი.
ლაშა ბექაურმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო და ოლიმპიადის 1/4 ფინალში გავიდა
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა



















