ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის "პარტენოპეიდან" წასვლა საკმაოდ აქტუალური თემაა. ქართველი ვინგერის სახელს უკავშირებენ პარის სენ-ჟერმენს, მაგრამ იტალიური კლუბი მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.
"კვარაცხელიას აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი ნაპოლისთან და უახლოეს პერიოდში მას ახალ ხელშეკრულებასაც შევთავაზებთ. სხვა ვარიანტებს არ განვიხილავთ", - განაცხადა იტალიელმა პრეზიდენტმა. როგორც ვიცით, ქართველი ვინგერის ტრანსფერს ბლოკავს "პარტენოპეის" ახალი დამრიგებელი, ანტონიო კონტე.
იტალიელი მწვრთნელის მოთხოვნით, "აძური" ხვიჩას მიმართებაში პსჟ-სგან წამოსულ ყველა წინადადებას დაბლოკავს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელის მომავალი ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ გაირკვევა.