Areanapoli-ს ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ გააკრიტიკა ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი. მისი თქმით, სამხრეთული კლუბის მთავარ პირს სძულს 2023 წელს მოგებული სკუდეტო, რადგან ამ წარმატებით "პარტენოპეი" ახალ საფეხურზე ავიდა, რაც დამატებითი ფინანსების დახარჯვას მოითხოვს.
"ნაპოლის შესახებ სიმართლეს ცოტა ადამიანი ამბობს. დე ლაურენტისს სძულს ორი წლის წინანდელი ჩემპიონობა, რადგან მისი ფინანსები მხოლოდ 4-ეულისთვის ბრძოლაზეა გათვლილი. "პარტენოპეი" სკუდეტოს მოგებით ახალ საფეხურზე ავიდა, რის შემდეგაც ცხადია, რომ ამ კლუბისგან უკვე გაცილებით მეტს ითხოვენ.
აურელიოს უწევს უფრო მეტი ფულის დახარჯვა, რაც არ აწყობს. ურჩევნია, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ჩემპიონობამდე. კვარაცხელიას ტრანსფერი? "ლურჯებს" მასთან ერთად შეეძლოთ განუმეორებლები ყოფილიყვნენ, მაგრამ იტალიელ პრეზიდენტს სხვა გეგმები ჰქონდა", - განაცხადა აურიემამ.












