პარის სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის მორიგ ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება. სეზონის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური, უახლოეს მდევართან, ლანსთან სხვაობა კი 6 ქულას შეადგენს. საფრანგეთის ჩემპიონატის შემდეგ ტურში მოგების შემთხვევაში, პსჟ მორიგ ჯილდოს გაინაღდებს.
ეს იქნება "ლურჯ-წითლების" რიგით მე-12 ტიტული ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 21-ე საუკუნეში და ამ მაჩვენებლით ლიგა 1-ის მთავარ დომინანტს უსწრებს მხოლოდ 2 კლუბი: მიუნხენის ბაიერნი (19) და ბარსელონა (13). ლუის ენრიკეს შეგირდები ამჟამად თანაბრად არიან ტურინის იუვენტუსთან, 11-11 ჩემპიონობით, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, მალე ყველაფერი შეიცვლება.
ყველაზე მეტი ჩემპიონობა ევროპის ტოპ 5 ლიგაში 21-ე საუკუნეში
| ბაიერნი | 19 |
| ბარსელონა | 13 |
| იუვენტუსი | 11 |
| პსჟ | 11* |
| რეალი | 9 |
| ინტერი | 8 |
| მანჩესტერ სიტი | 8 |
| მანჩესტერ იუნაიტედი | 7 |
| ლიონი | 7 |
| ჩელსი | 5 |








