რამდენიმე წუთის წინ დადასტურებული ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის პატიმრობა მიესაჯა.
ანჩელოტის ბრალი გადასახადების დამალვაში დასდეს და ერთი წლით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად, მანამდე ის მადრიდის რეალს თავკაცობდა.
სწორედ მის ესპანეთში ცხოვრებას უკავშირდება იმ გადასახადების დამალვა, რაზეც მას ბრალი წაუყენეს.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის ბრალი სახელმწიფო ხაზინის მოტყუებაში წაუყენეს 2014 და 2015 წლებში, როდესაც ის პირველად დაინიშნა რეალის მწვრთნელად. სასამართლო პროცესზე იტალიელმა სასამართლოს განუცხადა, რომ მისი განზრახვა არ იყო ვინმეს მოტყუება და გააკეთა ის, რაც კლუბმა უთხრა.








