საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და ბერძნების გაოცებას არ წყვეტს.
პანსერაიკოსის რიგებში ის გამორჩეულია და მიუხედავად გუნდის არც თუ ისე კარგი შედეგებისა, თავად გუგეშაშვილი თითქმის ყველა მატჩში უმაღლეს შეფასებებს იღებს.
გუგეშაშვილის კარგი თამაში არ გამორჩა საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს პაოკს. ისინი ქართველ მეკარეს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, ახლა კი მზად არიან, რომ უკვე კონტრაქტი გააფორმონ.
ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია - გუგეშაშვილი და პაოკი პირად დეტალებზე შეთანხმდნენ. ჯერი პანსერაიკოსსა და პაოკზეა. ლუკას გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.