ვალენსიაში მიმდინარე WOW 29-ზე კახა კორთხონჯია ლევი ბაჩლერთან საბმიშენით მესამე რაუნდში დამარცხდა. ბრძოლა მიდიოდა თანაბრად, მსაჯთა გადაწყვეტილებისკენ, მაგრამ ბოლოს მოგება უელსელმა მებრძოლმა მოიპოვა. ეს იყო პირველი წაგება ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის კარიერაში.
კორთხონჯიას აქამდე ჰქონდა ორი გამარჯვება, ჰრაჩ ბარსეგიანთან და ჰარუტ მესროპიანთან. გამოსარჩევია ისიც, რომ ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელიც კახამ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაატარა.
🤯 Increíble la sumisión de Levi Batchelor que le deja con una victoria en #WOW29 pic.twitter.com/GSOhwFd7B5
— WOWfc (@wowfcmma) April 11, 2026


















