ლიონის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა RMC-თან საუბარში საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მისი კლუბის რამდენიმე ფეხბურთელით ინტერესდებიან თურქული გუნდები, მათ შორის სტამბოლის გალათასარაი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს აკვირდება. ამერიკელ ბიზნესმენს არაფერი დაუკონკრეტებია, მაგრამ პრესა ვარაუდობს, რომ ის სწორედ ქართველი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერს გულისხმობდა.
"ვკითხულობდი, რომ ლიონის ყველა ფეხბურთელი იყიდება, შემდეგ კი თურქული გუნდები გამოჩნდნენ. ისინი მაღალი დონის ფეხბურთელებში ძალიან მცირე თანხას იხდიდნენ. ეგონათ რომ ვიყავით სასოწარკვეთილები, მაგრამ ჩვენი პასუხი იყო ასეთი: "ჯანდაბაშიც წასულხართ", - განაცხადა ოლიმპიკის მფლობელმა.
პრესაში იწერებოდა, რომ რონელებმა და "ლომებმა" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერი შეათანხმეს, თუმცა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილმა 5-მა მილიონმა ყველაფერი გაართულა.