რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა! იუსუფ ფოფანა მონაკოდან კარიერას მილანში გააგრძელებს, მხაარებს შორის €25 მილიონიანი გარიგება შედგა. ფრანგი ნახევარმცველისთვის 5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია, იუსუფს იტალიაში უახლოეს საათებში ელოდებიან.
ფონსეკას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საყრდენი ნახევარმცველის დამატება იყო, ფოფანა კი ყოველთვის #1 სამიზნე იყო.
ფოფანამ მილანის შეთავაზება ივლისის დასაწყისში მიიღო და ამის შემდეგ, ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედს, ვესტ ჰემსა და ატლეტიკო მადრიდს უთხრა უარი.
ფეხბურთელმა მონაკოს რიგებში 175 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 7 გოლი და 15 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ახლა კი ფეხბურთელს მილანში ელოდებიან…