2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა ტალახაძემ ძალოსნობის მძიმე წონაში ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი გახდა.
30 წლის ქართველმა ძალოსანმა, პარიზის ფიცარნაგზე ატაცში 215 კგ. დაძლია, რასაც აკვრაში 255 დაუმატა და ორჭიდის ჯამში დაძლეული 270 კგ.-ით ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშა ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებზე სამჯერ გახდა ჩემპიონი — ქართველმა ძალოსანმა 2016 წელს რიოში, 2021 წელს ტოკიოში და 2024 წელს პარიზში მოახერხა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა.



















