უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირება გულშემატკივრებში ყველაზე მომთხოვნადი ბრძოლის სახელს ატარებს. თავდაპირველად, ეს იდეა თოფურიას ქვემსუბუქში ასპარეზობის დროსაც განიხილებოდა, მაგრამ "ლეგენდის" წონის ცვლილებამ ეს სპორტული ინტერესი ბევრად რეალისტური და დამაინტრიგებელი გახადა. დაღესტნელ ჩემპიონთან შეხვედრის სურვილი ილიამ უკვე არაერთხელ დააფიქსირა, მაგრამ აშკარაა, რომ მახაჩევი და თავისი გუნდი ამ შემოთავაზებაზე უარს გარკვეული მიზეზების გამო აცხადებს.
ამ ყველაფრის ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ ისლამის პოზიცია მისი და ილიას სატიტულო ბრძოლის თაობაზე. მახაჩევის აზრით, ქართველი მსუბუქწონოსანი ქამარზე ჩხუბს არ იმსახურებს და მან ეს ყველაფერი, უპირველესყოვლისა, უნდა დაიმსახუროს. ამ მიზეზს ემატება ისლამის სამომავლო გეგმაც - ქვესაშუალო წონის ქამრის ხელში ჩაგდება.
მისივე გადმოცემით, 70 კგ ჩემპიონის მთავარი ოცნება ორი ქამრის ერთად ფლობაა და იგი ამას კარიერის განმავლობაში აუცილებლად შეასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონი - ბელალ მუჰამედი დაღესტნელი ათლეტის თანაგუნდელია, MMA-ის ესპანელი ანალიტიკოსის - ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით ვიგებთ, რომ ისლამი მეტოქის შერჩევას ბელალ მუჰამედის მომავალი შედეგის ფონზე აპირებს.
"ისლამი გეგმავს, რომ ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლას დაელოდოს UFC 315-ზე, რათა მომავალი მეტოქის ვინაობა გადაწყვიტოს" - განაცხადა ესპანელმა რეპორტიორმა თავის გადაცემაში.
ზემოხსენებული თემის შესახებ საბრძოლო სიახლეებს, ფანთა უმრავლესობა უკვე დიდი ხანია ელოდება, რადგან ამ საკითხთან ასოცირებულ 1 გადაწყვეტილებასაც კი შეუძლია, რომ მთლიანი მსუბუქი დივიზიონის სამომავლო ასპარეზი შეცვალოს.
ისლამის წონის ცვლილების შემთხვევაში, სატიტულო ბრძოლის ყველაზე ლოგიკურ იდეად მაინც ილიასა და ოლივეირას შეხვედრა რჩება, რადგან "Do Bronx"-ის გადმოცემით, ქამარზე ჩხუბის შემთხვევაში იგი ნებისმიერ მებრძოლს შეერკინება.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები მსუბუქ დივიზიონში და ვიხილავთ თუ არა გადამწყვეტ ცვლილებებს ახლო მომავალში.
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ტაირონ ვუდლიმ ილია თოფურია ყველა დროის საუკეთესოების რიცხვში არ შეიყვანა. ამერიკელმა მებრძოლმა დაასახელა ანდერსონ სილვა, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი და ისლამ მახაჩევი, მაგრამ არა ქართველი მსუბუქწონოსანი. "სილ…
საკრამენტოში გამართულ UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე რენიე დე რიდერთან პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ნიდერლანდელმა მებრძოლმა ქართველი მოწინააღმდეგე ჩხუბის დებიუტშივე გადაიყვანა პარტერში და მას 100-მდე დარტყმა მიაყენა, მაშინ, როცა საპირისპირო მხარეს მხოლოდ 2 მიიღო.…
UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 19 სექტემბერს თბილისი არენა Hype Fighting-ის ივენთში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გრეპლინგში, Submission Only-ის წესებით იასპარეზებს. დოლიძის მეტოქე უზბეკი მახმუდ მურადოვი იქნება. 36 წლის მებრძოლის პროფესიონალური MMA-ის რეკორდი 30-8-0-ია. მ…
23 აგვისტოს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან საკრამენტოში დაგეგმილ UFC Fight Night 285-ის ფარგლებში რომან დოლიძე რენიე დე რიდერს დაუპირისპირდება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული ჩხუბისგან. ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება დოლიძეს UFC-ში ჩატარებული აქვს 14 ბრძოლა და მისი მ…
რენიე დე რიდერმა რომან დოლიძესთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ეს დაპირისპირება შედგება ქვემძიმე წონით დივიზიონში, რომელშიც ქართველ მებრძოლს 3/3 მოგება აქვს. მისი ნიდერლანდელი მოწინააღმდეგე თავის ტრიუმფში დარწმუნებულია. "ეს არის იდეალური ბრძოლა და დარწმუნებული ვა…
ისლამ მახაჩევისა და ნურმაგომედოვების მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა UFC-ში უსმანის პოტენციური დებიუტის თაობაზე ისაუბრა. მისი აზრით, დაღესტნელი მებრძოლის 1-ელი მოწინააღმდეგე უნდა იყოს მაქს ჰოლოუეი, არმან ცარუკიანი ან პედი პიმბლეტი, ილია თოფურიას კი მექსიკელი თავკაცი ქამარზე ჩხუბში ხე…
იან მაჩადო გარის დამარცხებით, ისლამ მახაჩევმა მოიპოვა ზედიზედ მე-17 გამარჯვება, რითაც UFC-ის რეკორდსმენი გახდა. ქვესაშუალო წონითი დივიზონის დაღესტნელი ჩემპიონი 2016 წლის სექტემბრის შემდეგ წაუგებელია. მის გარდა, წარმოგიდგენთ სხვა მებრძოლებსაც ყველაზე გრძელი მოგებათა სერიით მსოფლიო…