El Espanol-მა 2024 წლის სპორტული მოვლენები შეაჯამა. გამოცემამ აღნიშნა, რომ ესპანური სპორტიდან წელს წავიდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ანდრეს ინიესტა და რაფა ნადალი, მაგრამ ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი, ილია თოფურია, რომელმაც ესპანელებისთვის უცხო სპორტის სახეობა, MMA საოცრად პოპულარული გახადა.
"ფენომენალურმა თოფურიამ და მისმა ორმა ისტორიულმა გამარჯვებამ ესპანეთს დიდი წარმატება მოუტანა, ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ვოლკანოვსკის დანოკაუტებით, ილიამ თავი გააცნო მთელ მსოფლიოს, ესპანეთში MMA-ს პოპულარობა საგრძნობლად გაზარდა. ახალგაზრდა თაობისთვის "ელ მატადორი" ახალი კერპია.
27 წლის ჩემპიონმა ოქტომბერში დაამარცხა ჰოლოუეიც, რითაც ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ახლა მის წინაშე ახალი გამოწვევაა - ბრძოლის ჩატარება ბერნაბეუზე", - წერს ესპანური გამოცემა ქართველი მებრძოლის შესახებ.