ცარუკიანის შესანიშნავი დგომის და ჭიდაობის უნარების გამო, გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი ისლამის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ბოლო პერიოდში, სომეხმა მებრძოლმა ბევრი სახელოვანი და მაღალი დონის კონტენდერი დაამარცხა. ამ ყველაფერს ამავდროულად ამყარებს ის ფაქტიც, რომ არმანის და ისლამის ბრძოლა 2019 წელს უკვე ვიხილეთ, რომელშიც მან, მარცხის მიუხედავად, დაღესტნელს შთამბეჭდავი წინააღმდეგობა გაუწია.
"რატომაც არა? ერთ დღეს, თუ მე ჩემპიონი ვიქნები და მას ქამრისთვის ბრძოლა ენდომება, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ის ჩემი ძმა და მეგობარი არ არის. რა თქმა უნდა, ის ქართველია, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ბიზნესია. ჩვენ ფული უნდა ვიშოვოთ და სახელი შევიქმნათ. ეს სპორტია, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს რაიმე განსხვავებულია, მაგრამ ეს ისეთივე სპორტია, როგორც ნებისმიერი სხვა
თუ ვინმესთან ერთად ვვარჯიშობ და ვცხოვრობ, მასთან ნამდვილად ვერ ვიბრძოლებ. მაგრამ ილია უბრალოდ რამდენჯერმე მინახავს და მასთან ერთად ერთ მაგიდასთანაც არ ვყოფილვარ, ამიტომ მასთან ჩხუბი პრობლემა არ იქნება. ვინ იცის, იქნებ მეგობრებიც გავხდეთ და არ ვიჩხუბოთ, წინასწარ ვერაფერს იტყვი" - განაცხადა არმან ცარუკიანმა.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






