MMA-ის ფან აუდიტორიის დიდმა ნაწილმა იცოდა, რომ ილიას საბრძოლო კატეგორიის ცვლილების მიზეზი, მსუბუქი წონის ტიტულის ხელში ჩაგდება იყო. ეს მიზეზი რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ არსებობს ასევე ისეთი გარემო-ფაქტორებიც, რომელიც თოფურიას რაღაც მხრივ "იძულებულს" ხდის, რომ ზევითა დევიზიონში ავიდეს. ამ თემასთან დაკავშირებთ, ცოტა ხნის წინ, ილიას მწვრთნელმა - ხორხე კლიმენტმა ისაუბრა.
"მისი ჩვეულებრვი წონა ზოგჯერ 85 კილოა და მას ბრძოლის წინ 66 კილომდე დაკლება უწევს, რაც მისთვის ძალიან რთულია." - ისაუბრა ხორხემ ინტერვიუში.
როგორც "ელ მატადორის" ტრენერის სიტყვებიდან ვიგებთ, წონის კლება ილიასთვის ზოგჯერ დიდ პრობლემას ქმნის, რომელიც გარკვეულწილად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ მსგავსი პროცესების გავლა ილიას ბრძოლების შესაბამისად, წელიწადში რამდენჯერმე უწევს, ეს ყველაფერი კი დროის გასვლასთან ერთად, მეტად რთული ხდება.
ილიას დამარცხება ჯერ-ჯერობით რა თქმა უნდა ვერავინ შეძლო, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე საკვების არ მიღება, უძილობა და გამოფიტულობა ყველა მებრძოლისთვის დიდი დაბრკოლებაა, რომელიც თავს ოქტაგონზეც წარმოაჩენს, მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარი გვაქვს თითქმის ოცი კილოგრამის დეფიციტზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩემპიონის მიზანი 70 კილოში ასვლაა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკლების ეტაპი მისთვის ასე თუ ისე გამარტივდება.
ბევრი ადამიანის აზრით, თოფურიას პერფორმანსი მსუბუქ წონაში, ამ გარემო-ფაქტორების გამო ბევრად ეფექტური იქნება, რადგან ბრძოლის წინაა დღეებში ჩემპიონი ბევრად ნაკლებ დროს და ენერგიას დახარჯავს.
24 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთში გაარკვევენ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვინაობას, ალექს ვოლკანოვსკი 66 კილოგრამში ქამარს მოვსარ ევლოევთან დაიცავს. შერეული საბრძოლო ხელოვნებების მოყვარულთა შორის ინგუშის გარშემო აზრი 2-ად იყოფა. ე…
ლას ვეგასში მიმდინარე UFC Fight Night-ის მეინ ქარდი გახსნა ოთარ თანზილოვმა, ვინც მალკოლმ უელმეიქერი ულამაზესი ნოკაუტით დაამარცხა. ჩხუბი დასრულდა მე-2 რაუნდში, როცა ქართველი მებრძოლის ჰედქიქს ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ვერაფერი დაუპირისპირა. იდეალური მოგება 28 წლის სპორტსმენის ანგა…
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე 14 ნოემბერს აბუ დაბიში დაგეგმილ RAF-ის ივენთზე იჭიდავებს. მისი მეტოქე იქნება წარსულში UFC-ის მებრძოლი, ზაბიტ მაგომედშარიპოვი, რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2022-ში სპორტული კარიერა დაასრულა. დაღესტნელი ვეტერანის ბო…
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა ჯასტინ გეიჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელ ჩემპიონს შეუძლია კარიერის დასრულება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. ამერიკელმა პოდკასტერმა "ჰაილაითს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლიც უწოდა. "ის, რაც…
უკვე ბევრი ითქვა იმის თაობაზე, თუ როგორი კონკურენტული დივიზიონია UFC-ის მსუბუქი წონა. ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი, მაურისიო რუფი და სხვები. სადაც არ უნდა გავიხედოთ, 70 კილოგრამში ყველგან ვარსკვლავურ მებრძოლს წავაწყდებით. ჯასტინ გეიჯი…