2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ორთაბრძოლა მოიგო ილია სულამანიძემ და ფინალში გავიდა.
100 კგ. წონითი კატეგორიის 1/2 ფინალში, 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა და ოქრომდე 1 ნაბიჯი აშორებს.
ოლიმპიადის ფინალში ილია სულამანიძის მეტოქე აზერბაიჯანელი ზელივ კოცოევი იქნება, რომელმაც 1/2 ფინალში უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოევს ვაზარით მოუგო.
ილია სულამანიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა
პირველი გამარჯვება ოლიმპიადაზე — ილია სულამანიძე 1/4 ფინალში გავიდა



















