ილია სულამანიძე ოლიმპიური თამაშების ვიცეჩემპიონია

ძიუდოს 100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძე აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდა და ორთაბრძოლის მიწურულს, შიდოებით დამარცხდა.
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 1 ოქროს (ლაშა ბექაური) და 2 ვერცხლის (ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე) მედალია. ხვალ, მძიმე წონაში საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს.







