2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს მძიმე წონის 1/4 ფინალში, გურამ თუშიშვილი ტედი რინერს შეხვდა და იპონით დამარცხდა.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ქართველ და ფრანგ ძიუდოისტს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რის გამოც მსაჯებმა გურამ თუშიშვილი შეჯიბრიდან მოხსნეს და რეპეშაჟში ვეღარ იასპარეზებს.
დადასტურებული ინფორმაციით, 29 წლის ქართველ ძიუდოისტს დისკვალიფიკაცია ხვალინდელ გუნდურ შეჯიბრზეც გადაჰყვება და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. სადისციპლინო კომიტეტი კი აღნიშნულ ინციდენტზე დამატებით იმსჯელებს და შესაძლოა, გურამ თუშიშვილი რამდენიმე თვით დასაჯონ.
მარცხი რინერთან და დისკვალიფიკაცია — თუშიშვილი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩა



















