ამერიკელი მებრძოლის - კოლბი კოვინგტონის უკანასკნელი შეხვედრა ხოაკინ ბაკლისთან მარცხით დასრულდა, რაც გამოწვეული იყო მძიმე დაზიანებით, რომელიც მან სახეზე, მესამე რაუნდში მიიღო.
ბრაზილიელმა სპორტსმენმა და ქვესაშუალო წონის კონტენდერმა გილბერტ ბარნსმა, რამდენიმე საათის წინ, კოვინგტონთან ჩხუბის ინიციატივა ინტერნეტ სივრცეში გამოხატა.
"აპრილში? მაიამიში?" - დაპოსტა "დურინიომ" სოციალურ ქსელში, რომელსაც თან კოლბის ფოტო დაურთო.
კოლბი კოვინგტონი ამჟამად რეიტინგში მეცხრე ადგილზე, ხოლო ბარნსი მერვეზეა, რაც მათ შეხვედრას ბევრად პოტენციურსა და ლოგიკურს ხდის. ამავდროულად, საერთო ფაქტი ორივე ათლეტის კარიერის შესახებ ისაა, რომ უკანასკნელ პერიოდში ისინი არც თუ ისე წარმატებულები არიან. ბარნსს ბოლო 3 ბრძოლა აქვს მარცხით დასრულებული, ხოლო კოლბის - უკანასკნელი ორი. საინტერესოა, აღმოჩნდება თუ არა ეს იდეა დანა უაითის მხედველობაში და ვიხილავთ თუ არა ამ ორი მოჩხუბრის ბრძოლას 2025 წელს.