ბიქსენტ ლიზარაზუმ ბარსელონასა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული შეადგინა. როდესაც საქმე მივიდა მარცხენა ვინგერამდე, ფრანგმა ყოფილმა განაპირა მცველმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ენტონი გორდონს დეზირე დუე არჩია.
"მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში კვარაცხელია მომწონდა ძალიან, დუე დღეს გაცილებით უკეთესია. მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული, დეზირე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. მას აქვს ყველაფერი: ძალა, სიჩქარე, გამძლეობა, ტექნიკა, დრიბლინგი, ფინიშინგი და დარტყმა, თანაც, ორივე ფეხით.
მეტოქეებისთვის ყველაზე უარესი არის ის, რომ პარი სენ-ჟერმენის შემტევს კიდევ უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია", - განაცხადა მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა უკანახაზელმა, რომლის 11-ეული ასეთია: საფონოვი, კუბარსი, პაჩო, მენდეში, ჰაკიმი, როდრი, რუისი, პედრი, დუე, იამალი, დემბელე.











