ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ვიტინიამ გამართა.
ვიტინიას კითხვა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს და ჰკითხეს აზრი, თუ რატომ არის ქართველი ფეხბურთელი არასასურველ ფორმაში.
"კვარაცხელიას ფორმა? - ეს ნორმალურია, რადგან ფეხბურთელის კარიერაში არის როგორც აღმასვლა, ისე ჩავარდნა და ჩვეულებრივი ფაქტია.
იგივეს ვიტყვი ჟოაო ნევეშის შემთხვევაშიც. ხალხი მაშინვე იწყებს ლაპარაკს, როგორც კი ფეხბურთელი სათამაშო დროს კარგავს - ეს ნორმალურია, რადგან გუნდში დიდი კონკურენციაა.
ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, თანაც, ამ ზაფხულს რამდენიმე ახალი მოთამაშეც დავიმატეთ", - განაცხადა ვიტინიამ.












