ხვალ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის ტურის ცენტრალური შეხვედრა პსჟ-სა და ბარსელონას შორის.
ამ საინტერესო დაპირისპირებას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, პსჟ-ს ერთი ფეხბურთელი დააკლდება, ბარსელონას კი ორი.
პარიზელთა მხრიდან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნუნო მენდეში იუქმებს, რომელიც ტრავმირებულია.
რაც შეეხება ბარსელონას, კატალონიელებს პრობლემები დაცვის ხაზში ექნებათ, რადგან ტრავმის გამო მატჩს ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე გამოტოვებენ.












